Posts

Showing posts from June, 2018

მეცხრე დღის რეფლექსია.

მოსწავლეებს  21-ე საუკუნის უანრ-ჩვევების  გამომუშავებაში  მნიშვნელოვნად  დაეხმარებათ  პროექტებით  სწავლება. მოსწავლე  თავად მოიძიებს ინფორმაციას, ახარისხებს მნიშვლეოვან  და მეორეხარისხოვან საკითხებს,  ქმნის პროდუქტს (პრეზენტაციისთვის  სლაიდ შოუს), ატარებს  გამოკითვებს და  მიღებულ პასუხებს უკეთებს  ანალიზს.  აღნიშნული  აქტივობებით   უკეთეს სასწავლო  შედეგებს  მივიღებთ.   დიდი  მადლობა  ნინო  კაჟაშვილს  გაწეული  დახმარებისთვის.    

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად  გადადით  ბმულზე

მერვე დღის რეფლექსია

დღეს პროექტის გეგმაში  ჩავწერე სასწავლო პროცედურები  . დრაივში  ვისწავლე  პროექტის კითვარის შექმნა, გამოქვეყნება, გაგზავნა, შევსება და ა.შ.   მადლობა.

პროექტის კითხვარი

კითხვარის  შესავსები ფორმა.

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს  გავეცანი  გარდნერის მრავალმხრივი  იტელექტის თეორიას,  როგორ უნდა ჩავატაროთ  ინტელექტის კვლევა კლასში კითხვარის მიხედვით. შევქმენი მოსწავლეთა დასახმარებლად პრეზენტაცია,  გადავამოწმე პორტფოლიოს შემადგენლობა. მადლობა.

მეოთხე დღე

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი  დღე იყო ყველაზე საინტერესო და  შრომატევადი. სკითხები , რომელიც თითქოს  ვიცოდი, სულ სხვანაირი  კუთხით დამანახა  ჩვენმა  ტრენერმა. ყველა საკითხი აქვს ზედმიწევნით, ნაბიჯ-ნაბიჯ და მარტივად დაგეგმილი, რაც მიადვილებს გაგება-გააზრებაში.  ვისწავლე, აქტივობების სწორად  დალაგება და გავეცანი შეფასების სტრატეგიებს.    საუკეთესო ტრენერი ხართ, რასაც ვამბობ ჩემი პირადი გამოცდილებიდან. მადლობა.

მესამე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელმა დღემ ნაყოფიერად ჩაიარა. ვისწავლე სასწავლო მიზნების სწორად ფორმულირება, ზოგადი და თემატური შეკითხვების დასმის ტექნიკა, ფოსტაზე ინფორმაციის დადება და შემდეგ ბლოგზე გამოქვეყნება.  მადლობა.

პროექტის ბუკლეტი

პროექტის ბუკლეტი

მეორე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ ბუკლეტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვალსაჩინოება, რითაც დავაინტერესებთ მოსწავლეებს, დირექციას, გარშემომყოფებს ჩვენი პროექტის შესახებ. ჩემი აზრით, ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი თვალსაჩინოება ბევრად  სჯობია. შევეცდები მოსწავლეებსაც გავუზიარო აქ შეძენილი ცოდნა   და დავეხმარო ბროშურების დამზადებაში. მოსწავლეებმა კვლევის შედეგების გამოსქვეყნებლად შესაძლებელია ბროშურებიც გამოიყენონ. ასევე, დავეუფლე  ისტ    გამოყენებას სამუშაო პროცესში. დიდი მადლობა.

პირველი დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ , რომ დღევანდელმა დღემ ნაყოფიერად ჩაიარა. გავეცანი პროექტებით სწავლების მნიშვნელოვან დეტალებს, რასაც შემდეგ გამოვიყენებ სამომავლო იდეების განხორციელებაში. ძალიან მომწონს პროექტებით სწავლება, თუმცა ჩემთვის ბევრი ნიუანსი არის ჯერ-ჯერობით ბუნდოვანი და იმედია ტრენინგის დასასრულს თვალნათელი გახდება, თუ როგორ დავნერგო ჩემს მოსწავლეებში თანამდროვე ტექნოლოგიების გამოყენებით პროექტებოთ სწავლება.  ტრენერი დეტალურად გვიხსნის ყველაფერს და იმედია, აღნიშნული ტრენინგი გამომადგება ჩემს მომავალ საქმიანობაში.